ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაცია
ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაციის (ტმს) ტექნიკა
ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვითაც, გამტარი მატერია, როგორიც არის თავის ტვინი, მაგნიტური ველის
ზემოქმედებით ელექტრობას წარმოქმნის. ტმს-ის დროს
ელექტრომაგნიტური კოჭა თავსდება თავის ქალაზე. კოჭაში მაღალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსის გატარება მძლავრ მაგნიტურ ველს წარმოშობს ტიპიურად
დაახლოებით 2 ტ (ტესლას), რომელიც ნერვულ ქსოვილში
დენის გავლასა და ნეირონების დეპოლარიზაციას განაპირობებს. ტმს-ის ნეიროფსიქოლოგიური ეფექტი მიიღწევა
მაშინ, როცა ელექტრული დენის იმპულსი სწრაფად მიეწოდება, ე.წ. განმეორებადი ტმს ანუ გ-ტმს. თუ სტიმულაცია
ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე 1/წმ (1 ჰც), მას სწრაფი
გ-ტმს ეწოდება. შესაბამისი ფორმის კოჭა იძლევა ქერქის
სპეციფიკური მიდამოს ლოკალიზებულ სტიმულაციას.
ტმს-ის გამოყენება: ტმს-ს კლინიკურ ნეიროფიზიოლოგიაში კვლევების მიზნით, მაგ., ინსულტის შემდეგ მოტორული ქერქის მთლიანობის გამოსაკვლევად, დიდი ხანია იყენებენ. კვლევით ლაბორატორიებში ტმს გამოიყენება სპეციფიკური ნეიროფსიქოლოგიური ფუნქციის ქერქული სუბსტრატის დასადგენად. მაგ., საფეთქლის მარცხენა ქერქულ ნაწილზე გ-ტმს-ის მოქმედებით, შეიძლება, შეწყდეს ხანმოკლე ვერბალური პასუხი. კლინიკურად გ-ტმს გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. კვლევებში საწყის ეტაპზე იყენებდნენ სწრაფ გ-ტმს-ს მარცხენა პრეფრონტალურ ქერქზე. ზოგ, მაგრამ არა ყველა კვლევაში, გ-ტმს-ის 1-2 კვირის მანძილზე ყოველდღე გამოყენება უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ფიქტიური საკონტროლო მკურნალობა. სხვა კვლევებში გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ელექტრომაგნიტური კოჭები, სტიმულაციური პარამეტრები და მოქმედების ველი. მეტაანალიზის თანახმად, გ-ტმს-ს დეპრესიის დონის შემცირებაში მხოლოდ სუსტი და გარდამავალი ეფექტი აღმოაჩნდა, თუმცა, კვლევების ხარისხი დაბალი იყო. ტმს-ს მიმართავდნენ სხვა დარღვევების დროსაც, მათ შორის მანიასა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობების დროს. ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია ცნობილი.
ტმს-ის გვერდითი მოქმედება: ნეიროფიზიოლოგიური კვლევების დროს ტმს-ის ერთი იმპულსის გამოყენებას უსაფრთხოების პრობლემები არ შეუქმნია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გ-ტმს-მ გამოიწვიოს, არის გულყრა. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია სწრაფი, ვიდრე ნელი გ-ტმს-ის დროს. თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლი გულისხმობს მაგნიტური სტიმულაციის რაოდენობის ინდივიდუალური მოტორული ზღურბლისთვის მორგებას, რაც გულყრების განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, ჯანმრთელი მოხალისეების ჯგუფში, მაღალი რისკის მქონე პირების (მაგ., ეპილეფსიის ოჯახური ანამნეზით) მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს. შედარებით უფრო ხშირია მსუბუქი გვერდითი მოქმედება, მათ შორის დაძაბვის თავის ტკივილი, ასევე, აპარატის მიერ წარმოქმნილი ხმაური იწვევს სმენის ზღურბლის ხანმოკლე ცვლილებას. ამ გართულების პრევენცია შესაძლებელია ყურის ტამპონის გამოყენებით (როგორც კვლევის ობიექტისთვის, ასევე მკვლევარისთვის). სწორად ლოკალიზებული გ-ტმს-ს შემთხვევაშიც შესაძლებელია განვითარდეს კოგნიტური ფუნქციონირების შეფერხება, თუმცა, ეს ცვლილება დროებითია და არ გრძელდება სტიმულაციის შეწყვეტის შემდეგ. არ არის საკმარისი მონაცემები ტმს-ით წარმოქმნილი მაღალი ინტენსივობის მაგნიტური ველის მიერ თავის ტვინზე ან სხვა ორგანოზე ხანგრძლივი შედეგების შესახებ; არც რაიმე სპეციფიკური საფრთხეა გამოვლენილი.
ვაგუსის ნერვის სტიმულაცია (ვნს) - ეს მეთოდი რეზისტენტული ეპილეფსიის შემთხვევაში გამოიყენება. აღმოჩნდა, რომ ვნს, ასევე, გუნებ-განწყობასაც აუმჯობესებს. ამჟამად, მიმდინარეობს კვლევები, რომლითაც სწავლობენ ამ პროცედურის ეფექტურობას დეპრესიის დროს. თავის ტვინიდან წამოსული პარასიმპათიკური ეფერენტული იმპულსების გარდა ცთომილი ნერვი ატარებს აფერენტულ სენსორულ იმპულსებს, რომლებიც მიემართებიან ნუცლეუს ტრაცტუს სოლიტარიეს-ში და იქიდან წინა ტვინში. ვაგუსის ნერვის სტიმულაცია არის ოპერაციული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება იმპულსების გენერატორის ჩანერგვა კანქვეშ, გულმკერდის წინა მარცხენა ნახევარში. ბიპოლარული ელექტროდები, რომლებიც მიერთებულია გენერატორთან, თავსდება კისრის მიდამოში, მარცხენა ცთომილი ნერვის გარშემო. ეს ელექტროდები დროგამოშვებით სტიმულირდება გენერატორით, რომლის სტიმულაციური პარამეტრები რეგულირდება ტელემეტრული პულტით, რომელიც მიერთებულია პერსონალურ კომპიუტერთან. სტიმულის პარამეტრების მოდიფიკაცია ხდება არასასურველი მოქმედებისა და თერაპიული ეფექტის გასაწონასწორებლად. გამოყენება დეპრესიის დროს: ვნს-ის ძირითადი ჩვენება არის რეზისტენტული დეპრესიის მკურნალობა. ღია კვლევამ გამოავლინა, რომ 12 თვის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტთა 50%-ს ჰქონდა კარგი კლინიკური გამოსავალი. დღეისთვის ითვლება, რომ ვნს-ის საუკეთესო ანტიდეპრესიული ეფექტი ზომიერი რეზისტენტობის დროს (როდესაც ანტიდეპრესანტებისა და მათი აუგმენტაციის მრავალჯერადი გამოყენების მიმართ მყარი რეზისტენტობა არ აღინიშნება) ვლინდება,. ვნს-ის გვერდითი მოქმედება: ვნს-ით მკურნალობის პერიოდში ხშირია ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი, ხველა და დისპნოე. ეს ყოველივე დროთა განმავლობაში მცირდება და ამ მიზეზთა გამო მკურნალობის მიტოვების შემთხვევები არ არის ხშირი. იშვიათად აღწერილია ჰიპომანია, მაგრამ მისი კავშირი ვნს-სთან არ არის შესწავლილი